|
პროექტის სათაური
|
აღმზრდელისა და
აღსაზრდელის ურთიერთდამოკიდებულება
|
|
პროექტის მთავარი
იდეა
|
აღმზრდელისა და აღსაზრდელის ურთიერთობის გააზრება.
დანაშაულის გაცნობიერება საკუთარ
ცოდვებზე დაფიქრება.
|
|
პროექტის აქტუალობა
|
გამოუმუშავდებათ თანამშრომლობითი დისკუსიის
და პროექტზე მუშაობის
უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნება. მიეჩვევიან განსხვავებული აზრის
მოსმენას და არგუმენტირებულ მსჯელობას
|
|
მიზანი
|
.იმსჯელებენ ადამიანის
ზნეობაზე , პატიებისა
სასჯელის ფორმებზე. აღმზრდელის და
აღზრდილის ურთიერთდამოკიდებულებას დააკავშირებენ დღევანდელობასთან, ჩაწვდებიან ავტორის
იდეებს, განუვითარდებათ ანალიტიკური და
კვლევითი უნარ-ჩვევები.
.
|
|
მოსწავლეთა ასაკი
|
16-17 წელი
|
|
ვადები/ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
|
მოსალოდნელი შედეგები
|
ქართ.
XI. 1. მოსწავლეს შეუძლია
საჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდიტორიის წინაშე.
ქართ.XI. 2 .მოსწავლეს შეუძლია
საჯარო გამოსვლების მოსმენა
და კრიტიკულად შეფასება.
ქართ.
XI. 5. მოსწავლეს შეუძლია
სხვადასხვა ეპოქის ტექსტების
გაანალიზება. მათში ასახული
ინფორმაციის, თემების, იდეებისა
და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
|
|
პროექტისთვის
საჭირო რესურსები
|
სასკოლო სახელმძღვანელო, აუდიო-ვიდეო მასალა,
აკაკი ბაქრაძის თხზულებანი; ‘’ არსებობს მარადისობის რღვევა’’. პროსპერ
მერიმე ‘’ მატეო
ფლაკონე ‘’, ალ. ყაზბეგი, ‘’ხევისბერი გოჩა’’.
|
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა
1. ჯგუფებად დაყოფა.იყოფიან 3 ჯგუფად
თითოეულ ჯგუფს
ეძლევა დავალება. 1.დანაშაული, სასჯელი და დღევანდელობა.
2. ჰაჯი-უსუბი,
ხევისბერი გოჩა და მატეო ფალკონე.
3.ბათუ ზნეობრივად
მაღალი ადამიანი.
ჯგუფები მითითებულ
დავალებასთან დაკავშირებით
მოიძიებენ ინფორმაციას
ინტერნეტში, გამოიყენებენ დამატბით ინფორმაციას.
აქტივობა 2. მოსწავლეთა
ნაწილი მოიძიებს მასალას ,,სასჯელის ფორმები საქართველოში ძველად“ და ნაწილი კი ინფორმაციას დღევანდელი მართლმსაჯულების
შესახებ.
აქტივობა3. პრეზენტაციის
მომზადება თემაზე ,,ძიძიშვილობა და ტრადიციები“
აქტივობა 4. დებატები
თემაზე ,,სულიერად და ზნეობრივად განსხვავებული ორი პერსონაჟი- ბათუ და საფარ-ბეგი. დებატების შეჯამება და რეზიუმეს
წარმოდგენა წერილობითი სახით.
აქტივობა 5.დისკუსია
თემაზე ,,მიმტევებლობა თუ სასჯელი“ დისკუსიის შეჯამება კითხვებით:
რატომ არ კლავს
ბათუ საფარ-ბეგს? პატიებაა ეს, თუ სხვა რამ ? ვინ დასაჯა მოძღვარმა, საკუთარი თავი
თუ საფარ-ბეგი? რა უფრო დიდი სასჯელია საფარბ-ეგისათვის?
სიკვდილი თუ სიცოცხლე?
ონისესს საქციელმა
თანამოძმეების სიცოცხლე შეიწირა, როგორ ფიქრობთ თემის განაჩენი სამართლიანი იყო?
რამ აიძულა ხევისბერი თავად გამოეტანა მსჯავრი და თავადვე განეხორციელებინა ?
პატარა ფორტუნადო
სიკვდილის წინ შეევედრება მამას ნუ მომკლავ ,მაგრამ მამა არ შეისმენს მის ვედრებას.
ამართლებ თუ არა მამის საქციელს?
აქტივობა6. პროექტის განხორციელებისას შექმნილი მასალების გამოფენა-პრეზენტირება.
|
|
საგნებთან/ საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
სამოქალაქო განათლება
|
|
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი)
|
ნაზიბროლა სხირტლაძე
|
|
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა
|
nazibrolaskhirtladze@gmail.com
|
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
http://nazibrolaskhirtladze.blogspot.com/
|
პროექტი
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment