|
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა ფშაველას „ალუდა ქეთელაური“
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო
მე-11 კლასი
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
4
|
|
მიზანი
|
მიღებული ცოდნის გამოყენების უნარის დამტკიცება,
ტექსტის წვდომა გააზრების უნარების გამომუშავება,
მსჯელობის უნარის განვითარება,
წერის უნარ-ჩვევების განვითარება,წყვილებში ფაქტებზე დაყრდნობით სადაო საკითხების გადაწყვეტის უნარის გამომუშავება,
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა,
|
მოსწავლეებმა შეძლონ შესწავლილი მასალის რეალიზება,გამოამჟღავნონ დისკუსიაში მონაწილეობის უნარი,
ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებანი.
|
|
კავშირი საგნებთან
|
ისტორია, თემური წყობილების წესები
|
|
ე.ს.გ მისაღწევი შედეგები
|
ქართ, XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯაროდ გამოსვლა, საუბარი. საუბრობს კონკრეტული თემის სპეციფიკაზე.
საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ტექსტს.
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ თავისებურებებს. განიხილავს პერსონაჟის ხასიათს, ქცევის მოტივს, აკეთებს დასკვნებს.
|
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან ბარბაროსული ტრადიციების შესახებ: სისხლის აღება, მარჯვენის მოჭრა, რელიგიური რიტუალები, რადგან შესწავლილი აქვთ „სტუმარ მასპინძელი.
|
|
რესურსები
|
სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, ფოტომასალა,
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
კლასის ორგანიზება 2 წთ.
აქტივობა10 წთ.
წინა მასალის გამოკითხვა -კითხვა-პასუხი (მონაწილეობს
მთელი კლასი)
1.როგორ გესმით: „ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი“?
2.რა შემთხვევაში უპირისპირდება პიროვნება საზოგადოებას?
3. გაიხსენეთ რომელი ტრადიციის დარღვევის ფონზე ამჟღავნებს ალუდა თემის მიმართ დაპირისპირებას
აქტივობაN2
წყვილებში მუშაობა 10წთ
I წყვილი მუშაობა ალუდას ქცევის მოტივებზე და თემის ქცევის მოტივებზე.
II წყვილი მუშაობს ანალიზზე თუ რის თქმა სურს ავტორს?., რა იყო მიუღებელი? რამ ჩაგაფიქრათ?
პრეზენტაცია 10 წთ.
წყვილები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევარს.
გამოიტანენ დასკვნას თემსა და პიროვნებას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ.
აქტივობა N3
მსჯელობა-რატომ მომწონს ალუდა ? 4წთ
შეჯამება 4 წთ.
მსჯელობით გამოიკვეთება ალუდას ქმედების მართებულობა.. თემსა და პიროვნებას შორის კონფლიქტის
მიზეზები. ავტორის მთავარი სათქმელი.
აქტივობა N4
შეფასება 3 წთ.
|
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment